მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში 9 868 პატიმარი იყო - საქსტატი

დაკავება

2023 წელს საქართველოში 9 868 პატიმარი იყო. საქსტატის მაჩვენებლებით, მათგან 342 ქალია, ხოლო 9526 კაცი. პატიმართაგან 9813 სრულწლოვანია, ხოლო 55 - არასრულწლოვანი.

2022 წელს ქვეყანაში სულ 9 542 პატიმარი იყო, 2021 წელს - 9 03, ხოლო 2020 წელს - 9 143.

რაც შეეხება მსჯავრდადებულებს და ბრალდებულებს, საქსტატის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 18 547 მსჯავრდებული იყო, მათ უმრავლესობას - 4 127 მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა, 9 603 მოქალაქეს პირობითი მსჯავრი, 3 812-ს - ჯარიმა, 908 მოქალაქეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ა.შ. მიესაჯა.

მსჯავრდებულთა შორის 1 187 ქალი იყო, ხოლო 17 360 - კაცი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, მსჯავრდებულთა დიდი უმრავლესობა 30-49 წლის ასაკის იყო.

რაც შეეხება დანაშაულებს, სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ჩადენილ დანაშაულთა შორის ქურდობა 2 750 შემთხვევით ლიდერობს, მეორე ადგილს ნარკოტიკული დანაშაულები იკავებს - 2636 ფაქტით, ამას მოსდევს ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევა - 515 ფაქტით, ძარცვა - 226 ფაქტით... სხვა დანაშაულების კატეგორიაში კი 11 948 ფაქტია მონიშნული.

არასრულწლოვანთა შორის 2023 წელს სულ 283 მსჯავრდებული იყო, მათ შორის 29 გოგო და 354 ბიჭი, მათგან თავისუფლება აღეკვეთა 105 პირს. დანაშაულების უმრავლესობა ხულიგნობის მუხლით არის დაკვალიფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები