საქსტატმა ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში 2022 წელთან შედარებით 26 ერთეულით ნაკლები, 243 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც წლიურად 14.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გასულ წელს საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს - 5.1 დღე), ხოლო დატვირთვამ - 204.9 დღე (2022 წელს - 167.2 დღე).
ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა წლიურად 11 ერთეულით გაიზარდა და 2 295-ს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რაოდენობა კი წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 15.4 მილიონი იყო.
ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 24.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.5 ათასი. წლიურად 500 ერთეულითაა გაზრდილი ექიმების რაოდენობა, ხოლო ექთნების რაოდენობა 500-ით შემცირდა.