მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში შობადობამ იკლო

რამდენი ბავშვი დაიბადა სუროგაცია/ინვიტრო განაყოფიერებით საქართველოში?
28.03.24 14:59
228

საქსტატმა 2023 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში შობადობა შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. შობადობის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში იბადება, მეორე ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო მესამე პოზიციას ქვემო ქართლი იკავებს.