მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვჭირდება საფუძვლიანი კვლევა და სტრატეგიის განსაზღვრა - ყაველაშვილი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე

ყაველაშვილი
04.02.25 13:54
818

"ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საფუძვლიანი კვლევა და უწყებათშორისი კოორდინაციით შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრაა საჭირო. ამის შესახებ მან პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან, გვჭირდება საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საპატრიარქოს როლი კვლავ უდიდესი იქნება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები