მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიჭინაძის და ცხრა აპრილის ქუჩებზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

პოლიცია

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე - ჭიჭინაძის და ცხრა აპრილის ქუჩებზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

შსს-ს თანამშრომლები მოქალაქეებს უფლებას არ აძლევენ, პარლამენტის უკანა მხარეს თავისუფლად გადაადგილდნენ.

ჯებირებითაა შემოღობილი ნაძვის ხე, რომელსაც ნიღბიანი პოლიციელები იცავენ.

სპეცდანიშნულების ჯგუფები კი, თავისუფლების მოედანზე არიან მობილიზებულნი.

ამ წუთებში, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცესი მიმდინარეობს, მოქალაქეები კი, რუსთაველის გამზირზე დგანან და საკუთარ პროტესტს ხელში წითელი ბარათების და ბურთის თამაშით მშვიდობიანად გამოხატავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები