მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სასტუმროების რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

ფასანაური

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი კი 12.4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც შეადგენდა საერთო რაოდენობის 60%-ს, 38.6% იყო შპს, ხოლო 0.7% - სააქციო საზოგადოება.

გასული წლის მონაცემებით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2023 წელს გაიზარდა როგორც სასტუმროების საერთო ფართობი, ასევე ნომრების საცხოვრებელი ფართი. კერძოს, ქვეყანაში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 729.5 ათას კვადრატულ მეტრს (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.7%-ით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 557.3 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.5%-ით მეტი). 2023 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 10.1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა და 50.1 ათასი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები