მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სავაჭრო ცენტრ "გალერიას" შემოსავალი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა

გალერია

გალერია თბილისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შემადგენელი კომპანიაა, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სავაჭრო ცენტრ გალერიას მთლიანმა შემოსავალმა 40 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 3.1 მილიონი ლარით მეტი იყო.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჯგუფის წმინდა მოგება 4.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

თანაინვესტირების ფონდმა 25,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო; მასში ჯამურმა ინვესტიციამ $100 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

“გალერია ჰოლდინგმა” 2023 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელი 98%-ს შეადგენდა.

“გალერია თბილისის” შემადგენლობაში შემდეგი ობიექტები შედის:

1) სავაჭრო მოლი გალერია თბილისი
2) სასტუმრო რადიუს თბილისი რომელსაც მართავს შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტი“
3) ოფის 1, რომელიც სრულად გაქირავებულია შპს „არვატო ცეერემ ჯორჯია“-ზე 2019 წლის მაისიდან. ოფის 1-ის ფართი შეადგენს დაახლოებით 2,524 კვ.მ-ს
4) ოფის 2, რომელიც სრულად გაქირავებულია 2022 წლის აპრილიდან. ოფის 2-ის ფართი შეადგენს დაახლოებით 2,561 კვ.მ-ს.

“სავაჭრო მოლი შედგება 25,000 კვ. მ. ფართისგან, რომელიც გაქირავებულია ახალ საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ ბრენდებზე. სავაჭრო მოლი გაიხსნა 2017 წლის დეკემბერში 60%-იანი დატვირთულობით. გახსნილ ბრენდები განიცდიდნენ შემოსავლების მაღალი ზრდის ტემპს, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ცენტრის მაღალ საოპერაციო მოგებაზე გასვლას.

2019 წლის ივნისში ხელმოწერილ იქნა კონტრაქტი შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტ“-თან სასტუმროს ოპერირების შესახებ. სასტუმრომ საქმიანობა დაიწყო იმავე თვეში. სასტუმრო რადიუსი, რომელიც დაახლოებით 3,832 კვ. მ.-ს იკავებს, არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო. იგი საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე, ვისაც სურთ, ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

კომპანიის აქტივები 188 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები