მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - შედეგები & გამოწვევები

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკმაოდ აქტიური იყო. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება რიკოთის 27-კილომეტრიანი მაგისტრალის გახსნა ჩაითვალოს, თუმცა ამასთან ერთად, ქვეყანაში არაერთი პროექტი განხორციელდა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობისა გარდა, საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალური გზების მშენებლობაც დასრულდა. საერთო ჯამში, საერთაშორისო მაგისტრალის 430 კილომეტრიდან 275 კილომეტრი უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები კი მაგისტრალის 71 კილომეტრზე გრძელდება.

2023 წელს შემუშავდა 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიანი პროგრამა. მათგან წელს 245 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაიწყო. ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში 171 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

პროგრამის განახლებული რეგიონების ფარგლებში კი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების სამუშაოები ჩატარდა. წელს ასევე დაიწყო ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი 5-წლიანი გეგმა. პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

როგორ აფასებენ წელს ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიები,

სტუმარი: ზვიად თოიძე - სამშენებლო კომპანია "ინ-სი"-ს გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები