“აჭარისწყალი ჯორჯია” ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. კასკადი აერთიანებს 178 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესსა და 9 მეგავატის სიმძლავრის სხალტა ჰესს.
კომპანიის მფლობელები არიან ნორვეგიული “ქლინ ენერჯი ინვესტი” და ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური ჰოლდინგი “ტატა ფაუერი”. მათ პროექტში $550 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელეს, რაც დღემდე ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტად რჩება. ამასთან ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია.
ჰესი ოპერირებაში 2020 წელს შევიდა და უკვე მეოთხე წელია საქართველოს ელექტროსისტემას უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება.
შუახევის ჰესების კასკადის გამომუშვება ყოველწლიურად მზარდია. 2023 წელს შუახევი ჰესების კასკადმა ჯამურად 513 კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10% გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს. 2022 წელთან შედარებით კი გენერაცია 16%-ით არის გაზრდილი.
შუახევ ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის გენერაციაში დაახლოებით 5% შეადგენს. თუნცა 2023 წლის გამომუშავების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელიც გაზრდილია.
რამ განაპირობა გაზრდილი გამომუშავება?
რეკორდული მაჩვენებლის ელექტროენერგიის გამომუშავებაში მთავარი როლი ითამაშა ტექნოლოგიებმა. შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დანერგილია მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ დროში მონაცემების ზუსტი სენსორული მაჩვენებლებისა და ჰიდრავლიკური კონსტრუქციების, კაშხლების, გვირაბების და აღჭურვილობის ანალიზზე.
ყოვლისმომცველი მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნები ხელს უწყობს გრძელვადიანი სტრატეგიების ჩამოყალიბებას. ჰიდრავლიკური კომპონენტების მუშაობაზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, სტრატეგიულად დაიგეგმოს ტექნიკური სამუშაოები, ოპტიმალური და ეფექტური გახადოს მუშაობის პროცესი.