მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სომხეთში ქართული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

ინვესტიციები
15.07.24 19:41
594

2023 წელს სომხეთში საქართველოდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ინფორმაციას BMG-ის სომხეთის ბიურო ქვეყნის სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ წელს ქართულმა FDI-მ სომხეთში 3.33 მლრდ დრამს გადააჭარბა, რაც 8.4 მილიონი დოლარია. ამგვარად 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით სომხეთის ეკონომიკაში 2 მლრდ დრამით მეტი ინვესტიცია ჩაიდო, რაც 4 მლნ დოლარია.

სომხეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, სადაც ქართული FDI ჩაიდო შეგვიძლია გამოვყოთ ლითონის საბადოები, სადაც 500 ათასი დოლარი ჩაიდო, საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გამოკლებით - აქ 2.1 მლნ დოლარი ჩაიდო საქართველოდან და საჰაერო ტრანსპორტის საქმიანობა, ამ შემთხვევაში ქართული ინვესტიციების მოცულობა 6.4 მლნ დოლარს აჭარბებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ საქართველოს ბანკის ჯგუფმა BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, "ამერიაბანკის" აქციების 100% შეისყიდა. ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები