მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ტურისტული ბიზნესი სპონტანური გახდა - ალექსანდრე გიორგიძე

დეგუსტაცია

როგორი იყო 2023 წელი ტურიზმის სექტორისთვის - ამ საკითხზე BMGDrive-ის ეთერში ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე გიორგიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს წინა წლებისაგან ტურისტთა სპონტანურობა გამოარჩევს.

“ერთი შეხედვით, ციფრები პოზიტიური იყო. მართალია, რაოდენობა ჯერ არ არის იმდენი, რამდენიც 2019 წელს, მაგრამ თითქმის დაეწია. განსხვავება ისაა, რომ ეს საქმე გახდა ძალიან სპონტანური, რაშიც თავისთავად პანდემიამ ითამაშა თავის როლი და პლუს იმ არასტაბილურმა მდგომარეობამ, რაც გვაქვს რეგიონში. ეს სფერო ძალიან მოწყვლადია ნებისმიერი მოვლენის მიმართ, იქნება ეს სტიქიური უბედურება, ომი რეგიონში თუ სხვა, რაც პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს.

თუ 2019 წლამდე, მთელი წელი 70-80%-ით ვიცოდით, რას ვაკეთებდით, ტურები წინასწარ იყო გაწერილი, 2023-ში ასე ნამდვილად არ იყო. შარშან ძირითადად ერთი დღით ადრე გვაგებინებდნენ ჯგუფის ჩამოსვლის შესახებ, ძალიან შემცირდა დაგეგმვის დრო, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს დაგეგმვა უყვართ და აქამდე რამდენიმე თვით ადრე გეგმავდნენ ხოლმე”, - ამბობს გიორგიძე.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სპონტანური ტურიზმისთვის გამოწვევა იმ ობიექტების სიმცირეა, რომლებსაც ტურისტებისთვის კარგი მომსახურების მიწოდება შეუძლიათ.

“წარმოიდგინეთ, რომ უცებ გირეკავენ და ტური რამდენიმე დღეში გაქვს დასაგეგმი. მალევე გიწევს შეთანხმება სასტუმროსთან, კვების ობიექტებთან, დეგუსტაციების ან სხვა რამე აქტივობებისთვის, მაგრამ შეიძლება ადგილები უკვე დაკავებული იყოს. საქართველოში კი გვაქვს კარგი ადგილები, სადაც კარგ სერვისებს იღებ, მაგრამ მათი რაოდენობა არასდროსაა საკმარისი.

აქედან გამომდინარე, სპონტანური ტური, შესაძლოა ვერ გამოვიდეს ისეთი კარგი, როგორიც დაგეგმილი. თავისთავად უკეთესია, როდესაც ადრე ვიცით და ობიექტებთანაც ადრე ვათანხმებთ. ტურიატებსაც უყვართ წინასწარი დაგგემვა, მაგრამ ახლა განსხვავებული რეალობა გვაქვს”, - განმარტავს ალექსანდრე გიორგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები