გასული 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტზე 6 მილიონ 513 ათასი დოლარის ღირებულების 9 743 ტონა ვაშლი გავიდა. ამ პერიოდში განმავლობაში რეალიზებული საქონლის მოცულობა 2022 წლის მაჩვენებელს 27%-ით, ხოლო ღირებულებით 20.8%-ით ჩამორჩება.
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე ხუთი მიმართულებით გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთია, რომელზეც გასულ წელს ექსპორტირებული ვაშლის 88.5% მოდიოდა.
საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
1. რუსეთი - 5.4 მლნ დოლარი; 8 628 ტონა;
2. სომხეთი - 975 ათასი დოლარი; 965 ტონა;
3. ყაზახეთი - 28.1 ათასი დოლარი; 79.1 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18.8 დოლარი; 20.4 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 13.5 დოლარი; 50.6 ტონა.
კლება შეინიშნება იმპორტის მხრივაც. გასულ წელს ქვეყანამ 2 მილიონ 413 ათასი დოლარის დოლარის ღირებულების 5 859 ტონა ვაშლი შეიძინა. 2022 წლის შედეგებთან შედარებით გასული წლის იმპორტი, რაოდენობრივი თვალსაზრისით 32.2%-ით, ხოლო ღირებულებით 28.8%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
გასული წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ყველაზე დიდი ოდენობით ვაშლი თურქეთიდან იყიდა, რომელზეც მთლიანი იმპორტის 78.2% მოდის.
საერთო ჯამში 2023 წელს საქართველომ ვაშლი სულ 10 ქვეყნიდან შეიძინა, რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. თურქეთი - 1.4 მლნ დოლარი; 4 582 ტონა;
2. ნიდერლანდები - 559.7 ათასი დოლარი; 303.2 ტონა;
3. უკრაინა - 247 ათასი დოლარი; 629 ტონა;
4. პოლონეთი - 56.4 ათასი დოლარი; 120.2 ტონა;
5. მოლდოვა - 31.3 ათასი დოლარი; 58.5 ტონა;
6. ჩინეთი - 27 ათასი დოლარი; 23.4 ტონა;
7. ბელგია - 19.6 ათასი დოლარი; 20.1 ტონა;
8. აზერბაიჯანი - 18.2 ათასი დოლარი; 35.8 ტონა;
9. სომხეთი - 17.11 ათასი დოლარი; 46 ტონა;
10. ირანი - 16 ათასი დოლარი; 41.5 ტონა.