მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის 8 თვეში “აგროდაზღვევის” პროგრამით 7 614-მა ბენეფიციარმა ისარგებლა - სტატისტიკა

სოფლის განვითარების სააგენტო

“სოფლის განვითარების სააგენტომ” აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან აამოქმედა, რომლის მიზანიც აგროსექტორში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და რისკების შემცირებაა. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, აგროდაზღვევით წელს 7 614-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, გაცემული პოლისების ოდენობა კი 14 947-ია.

“აგროდაზღვევის” პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 16 634 ჰექტარ მიწაზე ფერმერებმა 167,7 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა დააზღვიეს.

ჯამური სადაზღვევო პრემია 16,5 მლნ ლარია, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 11.5 მლნ-ი იყო.

ჯამურად, 2023 წლის 8 თვეში, ფერმერებს 3,9 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურდათ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, 2023 წელს "აგროდაზღვევის" პროექტისათვის სოფლის განვითარების სააგენტომ 11,5 მლნ ლარი გამოყო, საიდანაც 90,46% უკვე ათვისებულია.

გარდა ამისა, სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკის თანახმად, პროექტის დაწყებიდან დღემდე აგროდაზღვევის 164 827 პოლისი გაიცა, დაზღვეული ფართობის საერთო მოცულობამ კი 155 ათასზე მეტი ჰექტარი შეადგინა.

2014 წლიდან დღემდე პროგრამის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 71.6 მლნ ლარს მიაღწია.

ცნობისთვის, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო ხელშეკრულებებს საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან აფორმებს, რის საფუძველზეც ხდება სადაზღვევო პრემიების სუბსიდირება და მათი მონიტორინგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები