მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ბოლოსთვის მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა შემცირდა, ფრინველის კი გაიზარდა

საქსტატი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9%-ით ნაკლებია.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 12.5%-ით ჩამორჩება. ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ ფრთა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.6%-ით აღემატება.

სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი გაიზარდა. ჯამში ქვეყნიდან 173.4 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 200 სული ღორი, 15 მილიონ 324 ათასი ფრთა ფრინველი გავიდა ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები