მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი - გაიზარდა

64648222504e8
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 11:26
694
საქსტატის სოფლის მეურნეობის I კვარტლის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი - გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8%-ით ნაკლებია.

ამ პერიოდში 18.1 ათასი ტონა ხორცის იწარმოა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.4%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები