მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ქვეყანაში 574.7 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს - როგორია კვერცხის და ხორცის წარმოების სტატისტიკა?

63edf17c0ed4b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.23 13:26
1045
2022 წელს საქართველოში 574.7 მლნ ლიტრი რძე იწარმოა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის 2022 წლისა და 2022 წლის IV კვარტლის მაჩვენებელშია მოცემული.

წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს წარმოებული რძის მოცულობები 2.2%-ით შემცირდა. ამასთან, 2022 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ხორცის წარმოებას, წლიურად 2.9%-ით გაიზარდა და ჯამურად 74.7 ათასი ტონა შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ კი 23.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6%-ით ნაკლები იყო.

რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, გასულ წელს ქვეყანაში 648.9 მილიონი ცალი კვერცხი იწარმოება. ეს რიცხვი 2021 წელთან შედარებით 0.9%-ით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, IV კვარტალში კვერცხის წარმოება 156.2 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები