მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ივლისი 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვეა - ევროკავშირის კლიმატური სააგენტო

ცხელი ივლისი პარიზი

მიმდინარე წლის ივლისი 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვეა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახური - “კოპერნიკი” ავრცელებს.

ევროკავშირის კლიმატური სააგენტოს ცნობით, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა გასულ თვეში 16.95 გრადუსი ცელსიუსი იყო. ეს მონაცემები 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელსაც აღემატება. ცნობისთვის: 2019 წლის ივლისში რეკორდული ტემპერატურა 16.63 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა.

გარდა გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურის ზრდისა, ივლისში სატელიტური დაკვირვებების დაწყების შემდეგ, ანტარქტიდის ზღვის ყინულის ზონამ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები