მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა და AIIB-მა კლიმატის სფეროში $1.6-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

cop31

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა და გაეროს კლიმატის კონფერენცია COP31-ის მასპინძელმა თურქეთმა რეკორდული, $1.6-მილიარდიანი დაფინანსების შეთანხმება გააფორმეს.

როგორც ირკვევა, ანტალიაში მიმდინარე ორკვირიანი სამიტის მეოთხე დღეს გამოცხადებული პაკეტი გულისხმობს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ბანკის დამფუძნებელ წევრ თურქეთს საჭირო ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

AIIB-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, კონსტანტინ ლიმიტოვსკის განცხადებით, ეს შეთანხმება კლიმატის პოლიტიკაზე დაფუძნებული ყველაზე მასშტაბური პაკეტია და ინსტიტუტი მზადაა, თურქეთს კლიმატური ამბიციების შესრულებაში დაეხმაროს.

შეთანხმება ფისკალური პოლიტიკის, ფინანსური რეგულაციებისა და სექტორული დაგეგმარების საკითხებს მოიცავს. ეს პაკეტი ხელს შეუწყობს თურქეთის კლიმატის შესახებ კანონისა და ემისიების შემცირების გეგმის განხორციელებას, რომელიც 2053 წლისთვის არის განსაზღვრული.

გამოყოფილი სახსრები ნახშირბადის ბაზრისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას, მდგრადი დაფინანსების გაფართოებასა და დეკარბონიზაციის დაჩქარებას მოხმარდება. პარალელურად, პროგრამა 86-მილიონიან ქვეყანაში კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას გააძლიერებს, რადგან გლობალური დათბობა გვალვებს, წყალდიდობებსა და ტყის ხანძრებს ამწვავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები