სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, იგი ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში ორგანიზებულ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი უცხოელ პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში საფრანგეთიდან გაემგზავრა, სადაც პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობდა.
























