მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების სრული გაყვანა დააანონსა

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები ქვეყნის ტერიტორიას მომდევნო წლებში დატოვებენ. ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) სომხეთში თავის საქმიანობას სრულად შეწყვეტს.

"მადლობელი ვართ რუსი მესაზღვრეების, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სომხეთის საზღვრებს იცავდნენ. თუმცა მიმაჩნია, რომ დადგა დრო, მომდევნო წლებში ჩვენს საზღვრებზე პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე ავიღოთ", - განაცხადა მან.

ამ დრომდე რუსეთი სომხეთში სამხედრო კონტინგენტს 1990-იანი წლების ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე ინარჩუნებდა, რაც გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზას, ერევანში განლაგებულ საავიაციო კონტინგენტსა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) მესაზღვრეებს მოიცავს.

სომხეთმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში გაყინა და ალიანსი 2021-2022 წლებში აზერბაიჯანთან ესკალაციის დროს უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ბლოკიდან ოფიციალურად არ გამოსულა, ფაშინიანის განცხადებით, ორგანიზაციის მიმართ ქვეყნის ინტერესი უკვე ამოიწურა.

მაშინ ფაშინიანმა სომხეთში რუსეთის შემდგომი სამხედრო ყოფნის საჭიროებაც ეჭვქვეშ დააყენა და სექტემბერში აღნიშნა, რომ გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღარ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები