2023 წლის პირველ რვა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტის ღირებულება 33.3%-ით, მოცულობა კი 29%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან $10 397 650 ღირებულების, 8 245 ტონა პროდუქტი გავიდა. მაშინ, როცა 2022 წლის რვა თვეში ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების საექსპორტო ღირებულებამ $7 798 890, მოცულობამ კი 6 346 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილზე ღირებულების მიხედვით რუსეთია. რუსეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 65%-ით გაიზარდა. ამ მიმართულებით საქართველოდან 3 მილიონ 343 ათასი დოლარის, 2 961 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მთლიან ექსპორტში 32%-ს შეადგენს.
2023 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრების ხუთეულში პოზიციები ასე ნაწილდება:
რუსეთი - $3 343 000, 2 961 ტონა
აშშ- $2 043 000, 1 507 ტონა
გერმანია - $987 340, 915 ტონა
ავსტრალია - $ 776 850, 717 ტონა
ისრაელი - $558 970, 506 ტონა