მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი საფრანგეთის ეკონომიკას $1 მლრდ-ს მოუტანს

რაგბი

Რამდენად დიდი ბიზნესია რაგბის მსოფლიო თასი?

პარასკევს იტალიასთან გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა და რთული კონკურენცია ელის, ამასთან, როგორც მასპინძელი ქვეყანა, საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი  ქვეყანას დიდ ეკონომიკურ სიკეთეს მოუტანს.

“რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთი 2023”-ის საორგანიზაციო კომიტეტი €40 მლნ მოგებას ელოდება, რომელიც, მათივე თქმით, ისევ სპორტს დაუბრუნდება, დაფინანსდება CSR პროგრამები, ინფრასტრუქტურა და რაგბის განვითარება საფრანგეთში.

რაც შეეხება ბილეთების რაოდენობას, ჯამში დაახლოებით 2,5 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რომელთა ფასი 10 ევროდან 950 ევრომდე მერყეობს.

Euronews-ის ცნობით, 2023 წლის ტურნირი - მეათე გამოცემა - საშუალოდ ორი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ 600 000 უცხოელ ვიზიტორს მოიზიდავს, რაც საფრანგეთის ეკონომიკას დაახლოებით $1 მლრდ-ს (€940 მლნ) მოუტანს.

Ernst & Young's-ის ადრე გამოქვეყნებული ანგარიში ირწმუნებოდა, რომ იაპონიის ტურნირმა 2019 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური გავლენა მოახდინა და მშპ $2,93 მლრდ-ით (2,75 მლრდ ევრო) გაზარდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები