მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი და აშშ ჰორმუზის სრუტეში კოორდინირებულად იმოქმედებენ

ტრამპი და მაკრონი

საფრანგეთი და აშშ ენერგეტიკულ ბაზრებზე დაძაბულობის შემცირებისა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

მხარეებმა პოზიციების შეჯერება ნიუ-იორკში, დღეს, მას შემდეგ მოახერხეს, რაც ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდნენ. ფრანგმა ლიდერმა მოლაპარაკებების შედეგები სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, მხარეები ახლო აღმოსავლეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივად დაცვასა და ენერგორესურსების შეუფერხებელ ტრანზიტზე იზრუნებენ.

გარდა ჰორმუზის საკითხზე საუბრისა და შეთანხმებისა, საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გლობალური ენერგეტიკული სტაბილურობის გამოწვევებიც დეტალურად განიხილეს, თუმცა უცნობია, იგეგმება თუ არა პარტნიორობის გაღრმავება ამ კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები