2023 წელი ვიდეო თამაშების ინდუსტრიისათვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა და საკმაოდ გახმაურებული პროდუქტებიც მოიტანა, როგორებიცაა: Starfield, The Legend of Zelda: Tears of the Kingdom, Spider-Man 2, Diablo IV, Super Mario Bros. Wonder, Call of Duty: Modern Warfare III და სხვა.
მაგრამ თუ დიდი სტუდიებისათვის 2023 შესანიშნავად დასრულდა, მცირე და საშუალო დეველოპერებისთვის გასული წელი, ისევე როგორც სხვა მრავალ ინდუსტრიაში, სამუშაო ძალის შემცირებებით დასრულდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მხოლოდ აშშ-ში ამ სფეროში მომუშავე 6 000 ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან.
კვლევითმა ცენტრმა Circana 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა კომპანიის ციფრული გაყიდვების რაოდენობის მიხედვითაა შედგენილი, თუმცა საგულისხმოა, რომ ზოგიერთი კომპანია საკუთარ მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებს, ზოგ შემთხვევაში კი ვიდეო თამაშების გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი ყოველთვიური გამოწერის სერვისებზე მოდის, რის გამოც გაყიდვებში, მაგალითად, Xbox-ისა და GamePass-ის კონტრიბუცია არ შედის.
გასულ წელს ყველაზე მოთხოვნადი თამაშების რეიტინგში პირველი ადგილი Hogwarts Legacy-იმ დაიკავა, რომელმაც Call of Duty-ის ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი დომინაცია სრულად დაანგრია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ Hogwarts Legacy გასული წლის თებერვალში გამოვიდა და პოპულარობის მოსაპოვებლად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ნოემბერში გამოშვებულ Modern Warfare III-ს.
2023 წლის TOP 20 ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში:
20. Minecraft
19. Mario Kart 8
18. Elden Ring
17. Street Fighter 6
16. Final Fantasy XVI
15. Dead Island 2
14. MLB The Show 23
13. Resident Evil 4
12. Super Mario Bros. Wonder
11. Starfield
10. EA Sports FC 24
9. Star Wars Jedi: Survivor
8. Mortal Kombat 1
7. Call of Duty: Modern Warfare II
6. Diablo IV
5. The Legend of Zelda: Tears of the Kingdom
4. Marvel’s Spider-Man 2
3. Madden NFL 24
2. Call of Duty: Modern Warfare III
1. Hogwarts Legacy