რეგიონში მდებარე სასტუმროები ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჯამებენ. ბიზნესების ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დატვირთვა საკმაოდ კარგ მაჩვენებელსაც აღწევდა, მათ შორის საერთაშორისო დამსვენებლის აქტივობაც შეიმჩნეოდა, თუმცა საქართველოს მასშტაბით თითქმის არც ერთი სასტუმროს ოპერირებას გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია. როგორი სეზონი ჰქონდათ სასტუმროებს და რა საჭიროებები აქვთ მათ?