მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს ჩამოცდება - სელიმ ჩაკირი

63873c526bca5
BM.GE
30.11.22 15:22
916
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, სელიმ ჩაკირის განცხადებით, 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან მაჩვენებელს უნდა ჩამოცდეს.

საქმე ის არის, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისში წელს 4.4%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი იყო განსაზღვრული, თუმცა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3.1%-მდე შემცირდება. მომდევნო წლისთვის კი 3%-ზე დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი არის განსაზღვრული.

“პროგრამის დასაწყისისთვის, ფისკალური დეფიციტის სამიზნე მაჩვენებლად მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე შემცირება განვსაზღვრეთ. თუმცა, დღეს ეკონომიკური აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით, ბიუჯეტშიც მეტი შემოსავალი შევიდა და მთავრობაც, ამ შემოსავლების საკმაოდ დიდ ნაწილს ზოგავს და ამით ამცირებს დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%–მდე. საქართველოს ფისკალური წესის მიხედვით, დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%–ს მომავალ წელს უნდა ჩამოცდეს. ფისკალურ სამიზნეებთან დაკავშირებით მთავრობასთან გვაქვს შეთანხმება – მათ შორის, მომავალი წლის ბიუჯეტშიც. მოხარულები ვართ, რომ მთავრობამ აირჩია ეს გზა და ამცირებს დეფიციტს,”- განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

დღესვე ფისკალური კონსოლიდაციის აუცილებლობას ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც. კობა გვენეტაძის თქმით, დეფიციტის შემცირება ინფლაციაზეც დადებით გავლენას მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები