მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

კაკაურიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შესაძლოა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 6.8%-საც გადააჭარბოს.

მან ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება.

"ჯამურად, 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დეფიციტის შემცირება 2.5%-ზე იყო დაგეგმილი და შევამცირებთ 1.3%-მდე. ეს არის იმ პროგნოზზე დაფუძნებული, რაც თქვენს წინაშეა წარმოდგენილია, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს, რაც რა თქმა უნდა, დამატებით შემოსავალს კიდევ მოიტანს და შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტი ფაქტობრივი მაჩვენებელი, წლის ბოლოს შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალი ნიშნულით დასრულდეს", - ამბობს კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები