მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“ - გიორგი კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელისუფლება 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კიდევ ერთხელ გადახედავს და გაზრდის. ამის შესახებ მან სპორტის კომიტეტზე ბიუჯეტი 6 თვის შესრულების წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ზე დავგეგმეთ, თუმცა პირველ კვარტალში ზრდა 9% იყო, შემდეგ აპრილში 6.2%, მაისში - 6.4% და ივნისში 8.6%. ჯამში პირველი 7 თვის მონაცემებით 7.9%-ია რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ასევე კარგი მაჩვენებელი - 8% იყო ივლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლეთ ეკონომიკური პროგნოზი და განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა წელს 6.3% იქნება წლის ბოლომდე, თუმცა ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, საკუთარ პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც ის 5%-დან 6.5%-მდე დააკორექტირა. ივნისში პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა სავალუტო ფონდმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები