მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მთავრობა კომისიას ქმნის

61ee5a3364590
BM.GE
24.01.22 12:01
4347
ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 9 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება. დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიების მასპინძლობისთვის სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნება.

“2023 წელს ჩატარდება ფეხბურთის ახალგაზრდული, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი, თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისშიც გაიმართება მატჩები. რუმინეთთან ერთად ჩვენ ვუმასპინძლებთ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. რვა გუნდი ჩამოვა და ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტაადიონზე.

მქონდა ქალბატონ თეასთან ერთად შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვთქვით, რომ საჭიროა ამ საკითხზე დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. დღეს შეიქმნება ეს კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას.

ასევე 2023 წელს ჩატარდება ბაკურიანში ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ის, რომ საქართველო და რუმინეთი ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ 2020 წლის 3 დეკემბერს გახდა ცნობილი.