სახელმწიფოს მხრიდან ბინის მიღება 2023 წლამდე დაბადებულ დევნილ პირებს შეეძლებათ, - შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. თუმცა, აღნიშნული ჩანაწერი, გამონაკლისის წესით ვრცელდება 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე. ეს პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დევნილი პირები, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვნები, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას გათვალისწინებულნი იქნებიან მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.
ცნობისთვის, დევნილების ბინებით დაკმაყოფილების პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 130 719 255 ლარი იყო, 2020 წელს - 86 418 140 ლარი, 2021 წელს - 63 110 164 ლარი, 2022 წელს - 97 634 147 ლარი.
ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ დაკმაყოფილებული დევნილების რაოდენობა (შესყიდვა/ახალაშენებული ბინები) და სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: 2019 წელს - 2081; 2020 წელს - 1879; 2021 წელს - 2789 და 2022 წელს - 2639.
კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო ინიციატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო ინიციატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.