მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წლისთვის რუსთავის ბიუჯეტის პროექტი წარდგენილია - რაში დაიხარჯება 88 მლნ-მდე ლარი?

6375d4a20bbb2
გვანცა სანაია
17.11.22 10:32
1094
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. 2022 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით, რუსთავის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი თანხა 6 167 700 ლარით მეტი იქნება და 87 367 700 ლარს შეადგენს.

საკრებულოსთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებები, წინა წლის მსგავსად, 2023 წელსაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები იქნება, თანხები გამოყოფილია განათლების და კულტურის განვითარების მიმართულებითაც.

კერძოდ, რუსთავის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახამად: 17 176,7 ათასი ლარი მმართველობისა და საერთო დანიშნულებისთვის გამოიყო; ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად და მომავალ წელს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 27 260,0 ათასი ლარია გამოყოფილი; განათლებისთვის 16 121,5 ათასი ლარია გათვალისწინებული მთავარ ფინანსურ დოლუმენტში; 8 926,3 ათასი ლარი კულტურის განვითარებას, ხოლო 7 915,1 ჯამრთელობას (ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები) უნდა მოხმარდეს.

ამასთან, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, მომავალ წელს, რუსთავის მერიის სამსახურებში, მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და რუსთავის საკრებულოში დასაქმებულების სახელფასო ფონდი 25 303,3 ათასი ლარით განსაზღვრა.

ამასთან, დაგეგმილია შრომის ანაზღაურების გაზრდა 10%-ის ფარგლებში, რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებისთვის, საკრებულოსთვის, რუსთავის მერიისთვის, ქალაქ რუსთავის მერის თანამდეგობრივი სარგოს გარდა.

ჯამში, 23 092,8 ათასი ლარია გათვალისწინებული ბაღების კვების, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის და სხვა ხარჯებისთვის. ამ თანხაშივე ერთიანდება სახელშეკრულებო წესით შესრულებული სხვადასხვა სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვა, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაც.

სოციალური მიმართულებით, შეღავათები წყლის გადასახადსა და მედიკამენტებზე კვლავ ექნება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიას, ასევე იმუშავებს უფასო კვების პროგრამა და ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის გათვალისწინებულია მატერიალური დახმარება. ამ მიმართულებებისთვის რუსთავის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 6 300,2 ათასი ლარია განკუთვნილი.

2 235,4 ათასი ლარი გათვალისწინებულია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წინა წლებში აღებული სესხის პროცენტის დასაფარად. (მუნიციპალიტეტისთვის სამგზავროავტობუსების და მყარი ნარჩენების მართვის პროექტების ფარგლებში). მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსთავის მერის სარეზერვო ფონდი 800 000 ლარით განისაზღვრა.

რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს. "როგორც მერიის გუნდში, ისე მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი უკვე წარვადგინეთ რუსთავის საკრებულოში. ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ და 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს მაგალითი, როგორ გავზარდეთ რამდენჯერმე 2022 წელს ბიუჯეტი და ანალოგიურად, საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ, ბიუჯეტის ზრდას ველოდებით 2023 წლის პირველ კვარტალშივე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი პროექტი განვახორციელოთ რუსთავში. ტენდენცია შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში", - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები