2024-2025 წლებში ჯამში 16 ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მეგავატია, ჯამური ინვესტიცია კი 252.1 მილიონი დოლარი. ამის შესახებ დღეს, ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარდგენილ პრეზენტაციაშია აღნიშნული.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით, მიმდინარე წელს 32.8 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრის 4 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, რომელთა ინვესტიცია 40 მლნ დოლარია.
უფრო დეტალურად, 2024 წელს ექსპლუატაციაში შესასვლელი ჰესები შემდეგია:
- დაღეთი ჰესი - დადგმული სიმძლავრე 0.8 მგვტ, ინვესტიცია $1.4 მლნ (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
- აჯამეთი ჰესი - დადგმული სიმძლავრე 0.8 მგვტ, ინვესტიცია $1.6 მლნ (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
- ჭიორა ჰესი - დადგმული სიმძლავრე 14.2 მგვტ, ინვესტიცია $14 მლნ (ონის მუნიციპალიტეტი)
- ლუხუნი 2 ჰესი - დადგმული სიმძლავრე 17 მგვტ, ინვესტიცია $23 მლნ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
რაც შეეხება 2025 წელს, დაგეგმილია 116.87 მგვტ დადგმული სიმძლავრის 12 ჰესის მშენებლობა, ჯამური ინვესტიცია კი 212.1 მლნ დოლარია.
2025 წელს ექსპლუატაციაში შესასვლელი ჰესების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- სკურჰესი - დადგმული სიმძლავრე 1.82 მგვტ, ინვესტიცია $2.47 მლნ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
- ვალე ჰესი - დადგმული სიმძლავრე 1.83 მგვტ, ინვესტიცია $3 მლნ (ახალციხის მუნიციპალიტეტი)
- დიღომი ჰესი - დადგმული სიმძლავრე 11.26 მგვტ, ინვესტიცია $20.925 მლნ (თბილისი)
- ბასრა 1 ჰესი - დადგმული სიმძლავრე 1.98 მგვტ, ინვესტიცია $3.2 მლნ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
- ბასრა 2 ჰესი - დადგმული სიმძლავრე 1.97 მგვტ, ინვესტიცია $3.2 მლნ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
- ბასრა 3 ჰესი - დადგმული სიმძლავრე 1.96 მგვტ, ინვესტიცია $3.92 მლნ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
- როშკა 4 ჰესი - დადგმული სიმძლავრე 0.93 მგვტ, ინვესტიცია $1.9 მლნ (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
- კოდალისწყალი ჰესი - დადგმული სიმძლავრე 0.9 მგვტ, ინვესტიცია $0.54 მლნ (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
- მტკვარი ჰესი - დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ, ინვესტიცია $115 მლნ (ახალციხის მუნიციპალიტეტი)
- გოგინაური ჰესი - დადგმული სიმძლავრე 4.72 მგვტ, ინვესტიცია $4.72 მლნ (შუახევის მუნიციპალიტეტი)
- ჯაღორ-ნაშუმი ჰესი - დადგმული სიმძლავრე 1.8 მგვტ, ინვესტიცია $2.4 მლნ (მესტიის მუნიციპალიტეტი)
- სტორი 1 ჰესი - დადგმული სიმძლავრე 33.6 მგვტ, ინვესტიცია $50.85 მლნ (თელავის მუნიციპალიტეტი)