მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 შესაძლოა პირველი წელი იყოს, როდესაც გლობალური დათბობა 1.5C-იან ლიმიტს გადააჭარბებს

კოპერნიკუსი

მეცნიერები უკვე საუბრობენ, რომ 2024 წელი რეკორდულად ცხელი იქნება. Euronews-ის ცნობით, 2024 წლის 10 თვის საშუალო ტემპერატურა 0.71 გრადუსით აღემატება 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, Copernicus-ზე დაყრდნობით, წელს იანვარ-ოქტომბრის პერიოდი 0.16 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე გასული წლის 10 თვე.

ევროკავშირის კლიმატის სერვისის ინფორმაციით, წლის დარჩენილ დღეებში გლობალური საშუალო ტემპერატურა 0 გრადუსამდე უნდა დაეცეს იმისთვის, რომ 2024 წელი რეკორდული აღმოჩნდეს, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

2023 წელს პლანეტის საშუალო ტემპერატურა 1.48 გრადუსით აღემატებოდა პრეისტორიულ დონეს, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ 2024 1.5-გრადუსიან ლიმიტს გადააჭარბებს.

გლობალური დათბობის 1.5-გრადუსიანი ლიმიტის ფარგლებში მოქცევა პარიზის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. იმ შემთხვევაშიც, თუ ჰაერის ტემპერატურა 2024 წელს ამ ნიშნულს ასცდება, არ ნიშნავს, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა დაადასტურებს, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერებმა უფრო აქტიური მუშაობა უნდა დაიწყონ.

მას შემდეგ, რაც, ევროპის მასშტაბით, ზაფხულის თვეები ასევე რეკორდული ტემპერატურით გამოირჩეოდა, ტენდენცია შემოდგომითაც შენარჩუნდა და სექტემბერ-ოქტომბერსაც შეეხო. 2024 წლის ოქტომბერი ისტორიულად რიგით მეორე ყველაზე ცხელი თვე იყო. ჰაერის საშუალო ტემპერატურა გასულ თვეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს მხოლოდ მცირედით ჩამორჩებოდა.

ოქტომბერში პლანეტის საშუალო ტემპერატურა 15.25 გრადუსი იყო, 0.8 გრადუსით მეტი, ვიდრე 1991-2020 წლებში. რაც შეეხება ევროპას, Copernicus-ის ცნობით, კონტინენტზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10.83 გრადუსი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები