“ეკონომიკის სამინისტროსთვის დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფა არის განსაზღვრული, აეროპორტების მშენებლობისთვის”, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, 2024 წელს დამატებითი ბიუჯეტი ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მოხმარდება.
“საუბარია ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, თელავის აეროპორტისა და ვაზიანის აეროპორტის პროექტირების, მათ შორის კვლევების, დასრულებაზე და ა.შ.” - აცხადებს პრემიერი.