მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება საწარმოთა 7%-მა დანერგა - საქსტატი

ფესტილი

2024 წლის განმავლობაში, საქართველოში საწარმოთა 7%-მა დანერგა ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება, ხოლო 7.3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი. შესაბამის მონაცემების საქსტატი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ეს მაჩვენებლები უფრო დაბალი - 6.2% და 6.8% იყო.

საქსტატის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 81.4% და 69.9%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.

ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 56.3% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.7% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, იმ მცირე საწარმოთა წილი, რომლებმაც ინოვაციები პროდუქციაში განახორციელეს, 7.1% იყო, საშუალო ზომის საწარმოების წილი - 15.7%, ხოლო მსხვილი საწარმოების წილი 14.3%.

მომსახურებაში კი, იმ მცირე საწარმოთა წილი, რომლებმაც ინოვაციები დანერგეს, 6.8% იყო, საშუალო საწარმოების წილი - 12.5%, ხოლო მსხვილის - 15.9%.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესპროცესებში ყველაზე მეტმა საწარმომ ინოვაციები რეკლამირების, შეფუთვის, ფასების, პროდუქტის განთავსების ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მარკეტინგის მიმართულებით დანერგა და ამ საწარმოთა წილი 10.3% იყო.

დეტალურად იხილეთ გრაფიკზე:

გარდა ამის, საქსტატის კვლევის თანახმად, საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 80.9% უშუალოდ საწარმოს მიერ შემუშავდა, 22.6% — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 21.9% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება — მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 19.7% სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 47.2%-მა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.6% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 34.2% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

ბიზნეს გარემოს შეფასებისას კი, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები