მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს “აპექს დეველოპმენტი” თბილისში სამი ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს

აპექსი

სამშენებლო კომპანია “აპექს დეველოპმენტი” თბილისში მიმდინარე წელს სამი ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბაქრაძემ, “ბიზნესის კვირეულის” ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი პროექტი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვეში დაიწყება, დიდ დიღომში აშენდება და პროექტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

“დიდი დიღმის პროექტი ზუსტად იგივეა, რომელიც ნუცუბიძეზე გვქონდა - საუბარია კოოპერატივით დაზარალებული ხალხისთვის ბინების მშენებლობაზე, რისთვისაც მერიამ ღია კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა.

ვფიქრობთ, დაგეგმარების პროცესი სულ რამდენიმე თვეში დასრულდება და ძალიან მალე დავიწყებთ მშენებლობასაც. ჩვენს საინფორმაციო არხებში კი გავრცელდება ინფორმაცია, რიგითობის დაკავების შესახებ, რათა ამ ოჯახებს სასურველი ბინები უკვე გაყიდული არ დახვდეთ. თბილისის მერიისგან ჩვენ უკვე გადმოგვეცა დაზარალებულთა სახელობითი სიები - “აპექს დეველოპმენტი” 130 დაზარალებულ ოჯახს უძრავ ქონებას გადასცემს”, - აღნიშნა გიორგი ბაქრაძემ.

“აპექს დეველოპმენტის” კიდევ ორი, ამჯერად 100%-ით კომერციული პროექტები, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე დაიწყება და მათი მშენებლობა დიდი დიღმის პროექტის პარალელურად წარიმართება. ბაქრაძის განმარტებით, მეტროდან 300 მეტრით დაშორებული 500-700 ბინიანი კომპლექსები მომხმარებლის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

“გადავედით მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობაზე, რადგან ეს კომპანიისთვისაც საინტერესო და მისაღებია და მომხმარებლისთვისაც, რადგან კომპლექსებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, შეიძლება, ბოლო 10 წელიწადში, გაათმაგებულიც კი.

სწორედ ამიტომ, ვარკეთილის პროექტებში არ იქნება მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, არამედ მოწყობილი გვექნება ინფრასტრუქტურა, კომერციული და საოფისე სივრცეებით, შიდა დიდი ეზოთი და ძალიან დიდი პარკინგით. ერთ-ერთი პროექტი 700-მდე ბინაზეა გათვლილი, მეორე კი 500 ბინაზე, რის გამოც მუდმივად ვცდილობთ, რომ პარკინგისთვის გათვალისწინებული გვქონდეს მიწისქვეშა დამატებითი დონეები”, - აღნიშნავს გიორგი ბაქრაძე.

მისივე თქმით, ახალ პროექტებზე კვლავ გაგრძელდება “აპექს დეველოპმენტის” უპრეცედენტო შეთავაზება, რომლის თანახმადაც მომხმარებელს ბინაზე შიდა უპროცენტო განვადების გაკეთება წინასწარი შენატანის გარეშე შეუძლია. კომპანიის კომერციული დირექტორის განცხადებით, აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.

სამშენებლო კომპანია “აპექს დეველოპმენტი” ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა და, თბილისის მასშტაბით, 10 დასრულებულ და 3 მიმდინარე პროექტს ითვლის. კომპანია 120-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები