მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ბანკებმა ყველაზე მეტად დეველოპერული სექტორის დაკრედიტება გაზარდეს

მშენებლობა

2024 წელს ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ყველაზე მეტად - 54%-ით უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტება გაზარდეს. ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დეველოპერული სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და მან 4 მილიარდ ლარს მიაღწია.

მთლიანობაში გასულ წელს საბანკო კრედიტები 9.7 მილიარდი ლარით, ანუ 18%-ით, 63.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის კორპორაციული სექტორის დაკრედიტება გაიზარდა 24%-ით, ფიზიკური პირების დაკრედიტებამ 18%-ით იმატა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 13%-ით გაიზარდა, მიკრო მეწარმეების დაკრედიტების ზრდა კი 11% იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბანკებისთვის დაკრედიტების მიმართულებით ყველაზე მიმზიდველია უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი, რომელიც ბიზნეს სექტორში პორტფელის ზომით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზეა სერვისის სექტორი 3.6 მილიარდი ლარის პორტფელით, სადაც მატებამ 27% შეადგინა.

დაკრედიტების სტატისტიკა თანხვედრაშია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურასთან, რომელიც უმეტესწილად სერვისსა და მოხმარებაზე არის ორიენტირებული ნაცვლად წარმოებისა. მძიმე მრეწველობის სასესხო პორტფელია 965 მილიონი ლარი, სხვა სახის წარმოების პორტფელია 932 მილიონი ლარი, ექსპორტიორების დაკრედიტებაა 664 მილიონი ლარი, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება კი 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს ექსპორტიორი კომპანიების დაკრედიტება გაზრდის ნაცვლად, 7%-ით შემცირდა.

ბიზნეს სექტორის დაკრედიტების ცვლილება 2024 წელს:

სექტორი პორტფელის ზომა მილიონი ლარი დაკრედიტების ზრდა, მლნ ლარი ზრდა პროცენტულად
უძრავი ქონების დეველოპმენტი 4,047 მლნ ლარი; 1,417 მლნ ლარი; 54%
სერვისი 3,586 მლნ ლარი; 758 მლნ ლარი; 27%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 3,371 მლნ ლარი; 428 მლნ ლარი; 15%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3,216 მლნ ლარი; 149 მლნ ლარი; 5%
სასტუმროები და ტურიზმი 2,985 მლნ ლარი; 29 მლნ ლარი; 1%
ენერგეტიკა 2,587 მლნ ლარი; 448 მლნ ლარი; 21%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,513 მლნ ლარი; 618 მლნ ლარი; 33%
ვაჭრობა (სხვა) 2,154 მლნ ლარი; 114 მლნ ლარი; 6%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,120 მლნ ლარი; 252 მლნ ლარი; 14%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,863 მლნ ლარი; 263 მლნ ლარი; 16%
ჯანდაცვა 1,340 მლნ ლარი; 170 მლნ ლარი; 14%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,018 მლნ ლარი; 89 მლნ ლარი; 10%
მძიმე მრეწველობა 965 მლნ ლარი; 201 მლნ ლარი; 26%
წარმოება (სხვა) 932 მლნ ლარი; 53 მლნ ლარი; 6%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 863 მლნ ლარი; 126 მლნ ლარი; 17%
საფინანსო ინსტიტუტები 856 მლნ ლარი; 226 მლნ ლარი; 36%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 671 მლნ ლარი; 156 მლნ ლარი; 30%
მათ შორის: ექსპორტიორები 664 მლნ ლარი; -47 მლნ ლარი; -7%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 656 მლნ ლარი; 111 მლნ ლარი; 20%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 639 მლნ ლარი; 244 მლნ ლარი; 62%
სხვა 342 მლნ ლარი; 130 მლნ ლარი; 61%
ტელეკომუნიკაცია 328 მლნ ლარი; 94 მლნ ლარი; 40%
ავტომობილების დილერები 270 მლნ ლარი; 38 მლნ ლარი; 17%
საბითუმო ლომბარდი 218 მლნ ლარი; -14 მლნ ლარი; -6%
ფარმაცევტიკა 178 მლნ ლარი; 13 მლნ ლარი; 8%
სახელმწიფო ორგანიზაციები 58 მლნ ლარი; -36 მლნ ლარი; -39%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 46 მლნ ლარი; 8 მლნ ლარი; 21%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები