2024 წელს ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის სახით 2.5 მილიარდი ლარი დაუბრუნდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
2024 წელს დღგ-ს დაბრუნების მოცულობა 9%-ით, ანუ 215 მილიონი ლარით გაიზარდა.
გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. ამ რეფორმის ამოქმედებამდე ბიზნესისთვის დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში არ ხდებოდა.