მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა

ერთწლიანი კულტურები

წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 195.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მემცენარეობის შესახებ წინასწარი მონაცემებით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 8.1%-ით და შეადგინა 61.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2%-ით და შეადგინა 134.4 ათასი ჰექტარი.

„ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 71.2 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 54 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 24.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 14.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 11.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.9 ათას ჰექტარს შეადგენდა“, - ნათქვამია გამოკვლევის შედეგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები