გასულ წელს HORECA (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) ინდუსტრიის შემოსავალი წლიურად 18%-ით გაიზარდა - ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორული მიმოხილვაში წერია.
კვლევის თანახმად, გასულ წელს HORECA ინდუსტრიის შემოსავალმა ₾3.4 მილიარდი შეადგინა, რომლის ძირითადი ნაწილიც რესტორნებზე მოდიოდა.
პანდემიური 2020 წლის შემდეგ HORECA ინდუსტრია ზრდის სტაბილურ ტემპს აფიქსირებს. 2023 წელს სექტორის შემოსავალი წლიურად 21%-ით, ₾2.9 მილიარდამდე გაიზარდა.
2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით HORECA ინდუსტრიის შემოსავლები:
- 2020 - ₾1.2 მლრდ - -41% წ/წ
- 2021 - ₾1.7 მლრდ - 40% წ/წ
- 2022 - ₾2.4 მლრდ - 39% წ/წ
- 2023 - ₾2.9 მლრდ - 21% წ/წ
- 2024 - ₾3.4 მლრდ - 18% წ/წ




























