მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს კიდევ ერთი ჯარის ქალაქის მშენებლობა დაიწყება - თავდაცვის მინისტრი

ჯარის ქალაქი
BM. GE
09.10.23 11:54
168

2024 წელს კიდევ ერთი ჯარის ქალაქის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან დღეს თავდაცვის მინისტრთან და ჯარისკაცებთან ერთად მახათას მთაზე აშენებული ჯარის ქალაქი გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი პროექტის დეტალები არ უთქვამს, მხოლოდ ის დააანონსა, რომ პროექტი ერთჯერადი არ არის და ასეთივე პროექტი ძალიან მალე შეიქმნება.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით: „ეს პროექტი იქნება არა მხოლოდ განგრძობითი, არამედ გარანტირებული. პრემიერის დაპირებით, მომავალ წელს დავიწყებთ ანალოგიური პროექტის განხორციელებას“.

“ჯარის ქალაქი“ მახათას მთაზეა განთავსებული. პროექტის თანახმად, აშენდა 7-სართულიანი 39 კორპუსი, რომელშიც 1092 ბინაა განთავსებული. სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები