2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებზე ჯამში 71.3 მილიონი ლარი დახარჯეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის "ბიუჯეტის მონიტორის" მიხედვით, აღნიშნული მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ მივლინებებზე დახარჯულ თანხას.
მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება 2023 წელს დახარჯულ 72.5 მლნ ლარს, რომელიც 4-წლიანი მაქსიმუმი იყო.
აღსანიშნავია, რომ მივლინების ხარჯი რეკორდული 2019 წელს იყო და 83.3 მლნ ლარს შეადგენდა.
მივლინების ხარჯი
რაც შეეხება დანახარჯებს უწყებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯმა 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 478 712 ლარი იყო, მთავრობის ადმინისტრაციის - 2.3 მილიონი ლარი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის - 1.7 მილიონი ლარი.
სამინისტროების მიხედვით გასული წლის სამივლინებო დანახარჯები ასე ნაწილდება:
- თავდაცვის სამინისტრო - 9 მლნ ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო - 17.1 მლნ ლარი;
- შსს - 7.7 მლნ ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 5.8 მლნ ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3.3 მლნ ლარი;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 4.9 მლნ ლარი;
- კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 4.1 მლნ ლარი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 3.1 მლნ ლარი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 4.1 მლნ ლარი;
- ფინანსთა სამინისტრო - 1.6 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 528 685 ლარი;