მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მობილურმა ოპერატორების შემოსავალი ₾865 მილიონამდე გაიზარდა - კომპანიების რეიტინგი

ტელეფონი

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 77 მლნ ლარით 865 მლნ ლარამდე გაიზარდა.

შემოსავლების 47% „მაგთიკომზე“, 35% - „სილქნეტზე“, 17% - „სელფი მობაილზე“ და 0.2% - „ჰალოზე“ მოდიოდა.

  • „მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 25 მილიონი ლარით მეტი ჯამში 410 მილიონი ლარი მიიღო;
  • „სილქნეტისთვის“ შემოსავალი 30 მილიონით გაიზარდა და 305 მილიონი ლარი შეადგინა;
  • „სელფი მობაილის“ შემოსავალი 2023 წელთან შედარებით, 22 მილიონით გაიზარდა და 149 ლარი შეადგინა.
  • „ჰალოსთვის“ შემოსავალი 630 ათასით გაიზარდა და 2 მილიონ ლარს მიაღწია.

2024 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში 1 აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) წლიურად 3%-ით გაიზარდა და 13.2 ლარი შეადგინა.

ოპერატორების ჭრილში კი, გასულ წელს „მაგთიკომისთვის“ ARPU-ს მაჩვენებელი 0.4 ლარით გაიზარდა და 15 ლარი შეადგინა. „სილქნეტის“ აბონენტებისთვის ეს მაჩვენებელი 0.1 ლარით გაიზარდა და 13.4 ლარი შეადგინა. „სელფი მობილის“ შემთხვევაში კი ARPU-მ 0.9 ლარით მოიმატა და სულ 9.8 ლარი გახდა. რაც შეეხება „ჰალოს“, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 0.5 ლარით დაიკლო და 8 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები