მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა გაიზარდა - ბაზრის ლიდერი "მაგთიკომია"

მაგთი
სტატიაში საუბარია:

2024 წლის დეკემბერში საქართველოში მობილური აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები ერთად) რაოდენობა 5 648 065 იყო, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება აბონენტების განაწილებას კომპანიების მიხედვით, გასულ წელს კვლავ "მაგთიკომი" ლიდერობდა, მთლიანი რაოდენობის 41.5%-იანი წილით, მას მოსდევდა "სილქნეტი" 35%-ით, ხოლო მესამე ადგილზე "სელფი მობაილი" იყო 23.3%-იანი წილით.

კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს, აბონენტები ბაზრის სამ უმსხვილეს მოთამაშეზე ასე განაწილდა:

  • "მაგთიკომი" - 2 341 775 აბონენტი/წლიური ზრდა 2.8%;
  • "სილქნეტი" - 1 974 614 აბონენტი/წლიური ზრდა 6.2%;
  • "სელფი მობაილი" - 1 313 853 აბონენტი/წლიური კლება 0.2%.

2024 წელს მობილური ოპერატორებმა ჯამში წლიურად 10%-ით გაზრდილი, 865.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან 47% "მაგთიკომზე" მოდის. შემოსავალი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • "მაგთიკომი" - ₾409.9 მლნ/წლიური ზრდა 6.5%;
  • "სილქნეტი" - ₾304.6 მლმ/წლიური ზრდა 10.8%;
  • "სელფი მობაილი" - ₾148.9 მლნ/წლიური ზრდა 17.7%.

რაც შეეხება საშუალო შემოსავალს ერთ მომხმარებელზე თვის განმავლობაში (ARPU), ბაზრის ჯამურმა შედეგმა 2024 წლის დეკემბერში 13.19 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 12.80 ლარს, აღემატებოდა. უფრო დეტალურად, დეკემბერში "მაგთიკომის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15 ლარს იხდიდა, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.30 ლარი იყო, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.84 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები