მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზიების კომერციული შემოსავლები 2026 წლის 9 თვეში 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი

ტელევიზიები

2026 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში მოქმედი ტელევიზიების სარეკლამო და კომერციულმა შემოსავლებმა 67.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6%-ით მეტია.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი კომერციული შემოსავალი - 21.87 მილიონი ლარი კვლავ ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, თუმცა ეს თანხა წინა წელთან შედარებით, 16%-ით ნაკლებია.

მეორე ადგილზეა "რუსთავი 2", რომლის შემოსავალიც 21.11 მილიონ ლარს შეადგენს. წინა წლის 9 თვესთან შედარებით, კომპანიის კომერციული შემოსავლები 79%-ით არის გაზრდილი.

მესამე ადგილზეა „პოსტვ“ 4.23 მილიონი ლარის შემოსავლით, თუმცა მაჩვენებელი წლიურად 23%-ით არის შემცირებული.

მას მოსდევს „ტელეკომპანია პირველი“: მისი შემოსავალი 3.84 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 26%-იან კლებას წარმოადგენს.

„ბი ემ ჯის“ კომერციულმა შემოსავლებმა 3.58 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-იანი ზრდაა.

„ფორმულას“ შემოსავალი კი 3.25 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 22%-ით ნაკლებია.

# ტელევიზია შემოსავალი (ლარი) წლიური ცვლილება
1 ტელეიმედი 21,872,965 -16%
2 მედია ჰოლდინგი 21,111,471 +79%
3 პოსტვ 4,231,984 -23%
4 ტელეკომპანია პირველი 3,837,012 -26%
5 ბი ემ ჯი 3,575,983 +30%
6 ფორმულა 3,247,158 -22%
7 აჭარასპორტ.ტვ 3,165,433 +1,061%
8 ჯი-დი-ეს თი-ვი 1,620,450 -46%
9 რაგბი ტვ 1,051,565 +64%
10 სილქნეტი 845,664 +18%

არხების კომერციული შემოსავლები აერთიანებს ტელევიზიების მიერ მიღებულ შემოსავლებს შემდეგი მიმართულებებიდან: არქივის გაქირავება, განცხადებები, ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი, კომერციული რეკლამა, კონტენტის რეალიზება, პროდუქტის განთავსება (Product Placement), რეკლამა, საეთერო დროის გაყიდვა და სპონსორობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები