მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მთავრობამ რეკორდული ₾527 მილიონის პრემია-დანამატები გასცა - ყველაზე მეტი დანამატი შსს-მ აიღო

ფული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის სისტემაში 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში უკვე გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ პრემია-დანამატებზე გასულ წელს გაცემული თანხა 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 114 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით აღემატებოდა.

ამ თანხიდან 473 მილიონი ლარი დანამატებზე მოდის, 54 მილიონი ლარი კი პრემიები იყო. როგორც დანამატების, ასევე პრემიების მოცულობით პირველ ადგილზეა შსს, სადაც 169 მილიონის დანამატები და 16 მილიონი ლარის პრემიები გაიცა.

2023 წელთან შედარებით, შსს-ს მიერ გაცემული პრემია დანამატების მოცულობა 51 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

პრემია-დანამატების გამცემი ყველაზე მსხვილი უწყებები ასე ნაწილდება:

  1. შსს - პრემია დანამატის ჯამი - 185 მილიონი ლარი, ზრდა 51 მილიონი ლარი;
  2. სუსი - პრემია დანამატის ჯამი - 29.2 მილიონი ლარი, ზრდა 3.3 მილიონი ლარი;
  3. საერთო სასამართლოები - 27.2 მილიონი ლარი, ზრდა 2.9 მილიონი ლარი;
  4. იუსტიციის სამინისტრო - 22.1 მილიონი ლარი, ზრდა 10.5 მილიონი ლარი;
  5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 16 მილიონი ლარი, ზრდა 3.2 მილიონი ლარი.

რაც შეეხება შტატგარეშე მოხელეთა შრომის ანაზღაურებებს, ის 2024 წელს 606 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ეს თანხა წლიურად 78 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები