2024 წლის ბიუჯეტი 85 მილიარდი ლარით განისაზღვრება. მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტს პარლამენტს წარუდგენს. პროექტის პირველადი ვერსიით, ხელისუფლება ეკონომიკის 5.2%-ით ზრდას, ნაერთი ბიუჯეტის ზომას კი 17 მილიარდ 800 მილიონ ლარს ელის. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ მოსახლეზე მშპ 8,600 დოლარს გადააჭარბებს.