მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის შემოსავალი, როგორც ჩანს, ერთ წელიწადში გაორმაგდა, რადგან წელს, სემ ოლტმენის კომპანიაში $3.4 მილიარდის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებენ.
საინტერესოა, რომ OpenAI-ისა და Microsoft-ის შეთანხმებაზე ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი, კერძოდ $200 მილიონი მოდის, ხოლო შემოსავლის დანარჩენ ნაწილს, როგორც ჩანს, კომპანია ChatGPT-ის გამოწერის სერვისის გაყიდვით აგენერირებს.
სემ ოლტმენის და ილონ მასკის მიერ რამდენიმე წლის წინ დაფუძნებული სტარტაპის წარმატება ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელ ბუმს უკავშირდება, რომელიც, რეალურად, სწორედ OpenAI-მ დაიწყო, როცა ბაზარზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ChatGPT წარმოადგინა.
მას შემდეგ, OpenAI-მ არანაკლებ წარმატებული გრაფიკული გენერატორი, SORA AI წარმოადგინა, ისევე, როგორც სმარტფონის აპლიკაცია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს. ამ ყველაფრის ფონზე, OpenAI მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად იქცა, რომელსაც ინვესტორები $86 მილიარდად აფასებენ.