მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს პოლიეთილენის პარკების რეალიზაციისთვის მერიამ მხოლოდ 10 ჯარიმა გამოწერა

პარკები

პოლიეთილენის პარკების რეალიზაციისთვის მერიამ გასულ, 2024 წელს მხოლოდ 10 ჯარიმა გამოწერა - ამის შესახებ bm.ge-ს უწყებაში უთხრეს.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და გაყიდვა აიკრძალა და დაშვება მხოლოდ ქაღალდის და ბიოდეგრადირებად პარკებზეა. რეგულაციის მიზეზი გახდა ის, რომ პარკი პოლიეთილენისგან მზადდება, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. ბიოდეგრადირებადი პარკი კი 24 თვის განმავლობაში ქრება.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82*5 ( მეხუთე პრიმა) მუხლის მიხედვით აკრძალულია პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში ტექნიკური რეგლამენტით დადგენული წესის დარღვევა. წესი თავის მხრივ კრძალავს არაბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციას.

უწყება წერს, რომ მუნიციპალური ინსპექცია პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს,

2022 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაწერილია - 40 ჯარიმა, 2023 წელს - 48 ჯარიმა, 2024 წელს კი, მხოლოდ 10 ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევის ფაქტები, ქსელურ , კაპიტალურ, საშუალო, მცირე და დიდ მარკეტებსა და მაღაზიებში", - წერს მერია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები