2024 წელს, საქართველოში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა და 13 520 შეადგინა.
რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, მცირედით გაიზარდა პირველი ქორწინების საშუალო ასაკი და მან 2024 წელს, ქალებისთვის 29.9 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელი შეადგინა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 29.7. მამაკაცებისთვის კი - 32.1 წელი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინების საშუალო ასაკი როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში, ყოველწლიურად იზრდება.




























